პაატა ნადირაძე

პაატა ნადირაძე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი

დაიბადა 1970 წლის 1 ივნისს ქ. თბილისში;

1986 წელს დაამთავრა ჭიათურის მე-7 საშუალო სკოლა;

1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით;

1990 წელს მუშაობა დაიწყო „თბილქალაქმშენის“ მეორე სამშენებლო კომპანიის ტექნიკურ განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად;

1991-1993 წლებში მუშაობდა ქ. სტამბულში (თურქეთი), თურქულ-გერმანულ კომპანიაში „ასეექსპრესინტერნეიშენელი“ ჯერ მენეჯერად, შემდეგ კი რუსეთის ფილიალის გენერალურ დირექტორად ქ. მოსკოვში;

1995-1996 წლებში იყო შპს „ბაგრატიონის“ გენერალური დირექტორი;

1998 წელს მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში, რეგიონული მმართველობისა და თვითმმართველობის კომიტეტის წამყვან სპეციალისტად;

1998-2000 წლებში ეკავა ქ. ჭიათურის ვიცემერის თანამდებობა;

2002-2003 წლებში იყო ქ. ჭიათურის საკრებულოს წევრი;

2003-2004 წლებში მუშაობდა შპს ,,საქართველოს რკინიგზაში“ ჯერ ტრანსპორტის სამსახურის უფროსად, შემდეგ ტექნიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ;

2004-2007 წლებში დაკავებული იყო კერძო ბიზნესით;

2012-2014 წლებში იყო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ იმერეთის რეგიონის საარჩევნო შტაბების კოორდინატორი და იმერეთის რეგიონის რაიონული ორგანი­ზაციების კოორდინატორი;

2014-2015 წლებში მუშაობდა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ ადმინისტრაციის უფროსად;

2015-2017 წლებში მუშაობდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე

2017 წლის ოქტომბერში არჩეულ იქნა ჭიათურის მერად

კარგად ფლობს რუსულ ენას;

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.