მერმა საკალმახე მეურნეობები დაათვალიერა
მერმა საკალმახე მეურნეობები დაათვალიერა

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ სოფელ ქვაციხეში მდებარე საკალმახე კოოპერატივები- „ლეგო“ და „ქვაციხე 2015 მოინახულა. საკალმახეების დამფუძნებლებმა ზურაბ ბრეგვაძემ და ლევან გოგსაძემ ქალაქის მერს ინფორმაცია მიაწოდეს მეურნეობის საქმიანობის შესახებ. 

საკალმახეებში ამჟამად განაყოფირებული ქვირითი შემოაქვთ და ლიფსიტები გამოყავთ, რის რეალიზებასაც საქართველოს სხვადასხვა საკალმახეებში ახდენენ.
„ ლეგოს“ მეურნეობა,სადაც 7 ასდამიანია დასაქმებული ,ამ ეტაპე 300000 ლიფსიტას აწარმოებს,
წლიური წარმოება კი- 3 მილიონამდე აღწევს. 
„ქვაციხე 2015“ 200000 ლიფსიტას აწარმოებს 
მისი წლიური წარმოება ორ ნახევარ მილიონამდე აღწევს. კოოპერატივში 4 ადამიანია დასაქმებული.
ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე კოოპერატივების ხელმძღვანელებს მაქსიმალურ მხარაჭერას დაჰპირდა თავიანთ საქმიანობაში.
"ასეთი საწარმოების შექმნა და მათი ხელშეწყობა ძალზე მნიშვნელოვანია.მეწარმეს უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა ხელისუფლებისგან,რათა თავს დაცულად გრძნობდეს"-განაცხადა პაატა ნადირაძემ.