5 ივნისის თათბირი
5 ივნისის თათბირი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საბავშვო ბაღს მიმდინარე ზაფხულზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება - ამის შესახებ განცხადება ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ დღეს გამართულ თათბირზე გააკეთა. ქალაქის მერმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს დარკვეთის ბაღის რეაბილიტაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაავალა. დღევანდელ სხდომაზე ასევე საუბარი შეეხო სოფელ წირქვალის ბაღში დამატებითი სასწავლო ოთახის მოწყობის საკითხს, რათა მომდევნო სასწავლო წლიდან წირქვალის ბაღმა ბავშვა მიღებაზე მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს. 
პაატა ნადირაძემ დასუფთავებისა და კელილმოწყობის სამსახურის უფროსს ჭავჭავაძის ქუჩაზე, კერძოდ სამაშველო სამსახურის მიმდებარედ ტერიტორიის გასუფთავება დაავალა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტში სრული დატვირთვით მიმდინარეობს მიწების რეგისტრაციის პროცესი. განცხადება ამის შესახებ ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ბიწაძემ გააკეთა. მისი თქმით, ეკონომიკის სამსახურის ყველა თანამშრომელი მაქსიმუმს აკეთებს და მიწის რეგისტრაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. 
დღევანდელ სხდომაზე პაატა ნადირაძემ მოადგილეებსა და ყველა სამსახურის უფროსს მოუსნიმა და მათგან ინფორმაცია მიიღო მიმდინარე საკითხების მიმდინარეობის შესახებ.