ქალთა საინფორმაციო ცენტრმა 2016 წლის 17-20 თებერვალს ბორჯომში ტრენინგებ გამართა იმ პირების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ვინც დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაზე არიან პასუხისმგებელნი. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის გენდერული ურთიერთობის საკითხებში მთავარმა სპეციალისტმა ნინო შუკაკიძემ.

   ტრენინგები რამდენიმე ეტაპად გაიმართა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მოწვეული ექსპერტებისგან ინფორმაცია მიიღეს ინსტიტუციური მექანიზმის მნიშვნელობასა და სტრუქტურაზე, ფუნქციებსა და მოვალეობებზე, გენდერული თანასწორობის არსზე, გენდერულ მიდგომებზე, სტერეოტიპებზე. ასევე ტრენინგის მონაწილეები გაეცნ გენდერული ბიუჯეტირების და გენდერული ანალიზის ცნებას საერთაშორისო გამოცდილებასა და საჭირო მიდგომებს. მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

 

 

 

 

2016 წლის 21 იანვარს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტიქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვისსაზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის გენდერული ურთიერთობის საკითხებში მთავარი სპეციალისტი ნინო შუკაკიძე ასევე  პროექტის ფარგლებში გამოვლენილი ლიდერი ქალები, ახალგაზრდული ჯგუფები, მოხალისესტუდენტები, სათემოსარესურსო ცენტრები, სასოფლოსამეურნეო კოოპერატივები. ნომინაციაში საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიშუქრუთიდაჯილდოვდა;


 


 

 

 

 

 

 

 

 

    ნინო შუკაკიძე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის 

   გენდერული ურთიერთობების საკითხებში მთავარი

   სპეციალისტი.   

  გენდერული თანასწორობა დემოკრატიული ღირებულების შემადგენელი ნაწილია. იგი შედარებით ახალი ფენომენია ქართულ პოლიტიკაში. გენდერული თანასწორობა გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ, თანაბარ წარმოჩინებას, უფლებამოსილებას და თანასწორ მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერში.

2015 წლის 5-6 აპრილს ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC) მიერ, გუდაურში სასტუმრო ,,მარკო პოლოში“ გაიმართა ტრენინგი - მედია ადვოკატირებაში გენდერული ურთიერთობის მრეჩევლებისათვის,  სადაც მიწვეულები ვიყავით ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები გენდერულ საკითხებში. ტრენინგის მიზანი იყო მედიასთან ურთიერთობის მთავარი პრინციპები და სოციალური მედია. ტრენერები იყვნენ: მარიკა ბაკურაძე, ნათია არაბული და ნათია კუპრავა. ტრენინგის ბოლოს ყველა მონაწილეს გადმოგვეცა სერთიფიკატები.

 

 

 

 

გენდერი ჩემი თვალით

19 მაისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, გენდერულ საკითხებში, ნინო შუკაკიძემ ქალაქის მე-5 საჯარო სკოლაში, ამავე სკოლის მოსწავლეებს წარუდგინა პროექტი -"გენდერული თანასწორობა".პროექტის მიზანი გახლდათ მოსწავლეებში გენდერული თანასწორობის საკითხებში ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება და ამაღლება. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ აღნიშნულ პროექტში,რომლის შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს მათ მიერ ვიდეო-რგოლისა და ბუკლეტის დამზადებას სახელწოდებით-"გენდერი ჩემი თვალით". პროექტის გაგრძელება იგეგმება მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებშიც.



 

პროექტი გენდერულ საკითხებში

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მე-5 საჯარო სკოლაში პროექტის ,,გენდერული თანასწორობამეორე ეტაპი გაიმართა. პროექტის მიზანს სკოლის მოსწავლეებში გენდერული ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის ფარდლებში წარმოადგინეს როგორც ვიდეო ასევე ტექსტური ნამუშევარი. პროექტს ,,გენდერული თანასწორობა“ სკოლებში ნინო შუკაკიძე ანხორციელებს, რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტია გენდერულ საკითხებში. პროექტში ჩართულ ბავშვებს დღეს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.

 

 

 

 

 

25 აგვისტოს შუქრუთის სათემო-სარესურსო ცენტრში მოეწყო შეხვედრა სოფლის თემთან. შუქრუთის სათემო-სარესურსო ცენტრი შექმნილია USAID, ფონდი ტასოს და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტით ,,ქალები როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის ფარგლებში“. ქალბატონმა თამარ ჩაჩანიძემ მოუწვეულ სტუმრებს გააცნო თავისი საქმიანობა დაარსებიდან დღემდე, სადაც უვლიან 36 სკა ფუტკარს, გააშენეს აკაციის ხეები და პერიოდულად აწყობენ დასუფთავების აქციებს, რაშიც მთელი თემია ჩართული. უანგაროდ ემსახურებიან მოსახლეობას ინტერნეტით, სადაც მუშაობს ახალგაზრდების ორი ჯგუფი: ერთი უფროსი ასაკის და მეორე ახალ შექმნილი უმცროსი ასაკის ბავშვები. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი.