,,ქალთა შესაძლებლობების განვითარება იმერეთის რეგიონში“
,,ქალთა შესაძლებლობების განვითარება იმერეთის რეგიონში“

ფონდი ,,აფხაზინტერკონტი“, საერთაშორისო ორგანიზაცია DELOIT G4G-ის მხარდაჭერით იწყებს პროექტის განხორცილებას ,, ქალთა შესაძლებლობების განვითარება იმერეთის რეგიონში“. აღნიშნულ პროექტს დღეს ჭიათურის მერიის წარმომადგენლები გაეცნენ. მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი აკაკი სამხარაძე და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
პროექტის ,,ქალთა შესაძლებლობების განვითარება იმერეთის რეგიონში“ მიზანია მეწარმე ქალბატონების შესაძლებლობების განვითარება, რათა გაიზარდოს მათი ჩართულობა და მონაწილეობა ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. პროექტის ხორციელდება იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით.
აღნიშნული პროექტის გაცნობა მომდენო კვირაში ჭიათურის მერის წარმომადგენლებთან მოხდება.