ჭიათურაში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს
ჭიათურაში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს

9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ნადირაძემ მაჟორიტარ დეპუტატთან სულხან მახათაძესთან, მერის მოადგილე გივი მოდებაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას,9 აპრილის სკვერში პატივი მიაგო და მემორიალური დაფა თაიგულით შეამკო.
ჭიათურის კულტურის ცენტრთან არსებულმა ახალგაზრდულ ექსპერიმენტული თეატრის მოსწავლეებმა 9 აპრილის თემაზე შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს. ჭიათურის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს უახლესი ისტორიის გმირები გაიხსენეს და სკვერში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.
,, ჩვენი ვალია გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს , რომლებმაც საქართველოს თავისუფლებას შეწირეს თავი. სწორედ ასეთ გმირების თავდადებაზე იდგა და ახლაც დგას ჩვენი სახელმწიფო" -განაცხადა პაატა ნადირაძემ.