ჭიათურაში დასუფთავების აქცია ჩატარდა
ჭიათურაში დასუფთავების აქცია ჩატარდა

 წყლის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროექტის ,,დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოსა და ბერეთისაში დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა.

აქციაში მონაწილეობა ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად მიიღო. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ჭიათურა-უსახელო-კორბოულის საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. დასუფთავების აქციაში ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთო. შეგროვილი ნარჩენების გატანა დასუფთავების მუნიციპალური სამსახურის სპეც-ტექნიკის საშუალებით მოხდა.