13 მარტის თათბირი
13 მარტის თათბირი

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ სამშაბათის თათბირი ჩაატარა. სხდომას მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე, სამსახურის უფროსები და მუნიციპალური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თათბირზე ქალაქის მერმა სამსახურის უფროსებისგან გასულ კვირის ანგარიში და მიმდინარე კვირაში განსახორციელების სამუშაოების გეგმა მოისმინა. 
პაატა ნადირაძემ ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ავარიული საყრდენი კედლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაავალა.
მერმა მომდევნო კვირაში ჩასატარებელი დასუფთავების მასშტაბური აქციაც დააანონსა, სადაც მუნიციპალიტეტის პირველი პირი სამსახურებთან, ეკო-კლუბის წევრებთან და მოსახლეობასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
დღევანდელ თათბირზე პაატა ნადირაძემ კულტურის სამსახურის სპეციალსტები სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა.