6 მარტის თათბირი
6 მარტის თათბირი

►ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში ტრადიციული თათბირი გაიმართა, რომელსაც ქალაქოს მერი პაატა ნადირაძე უძღვებოდა. თათბირს მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე,მერიის სამსახურების,ასევე ორგანიზაციებისა და აიპიების უფროსები ესწრებოდნენ.მათ გასული კვირა შეაჯამეს და მომავალ საქმიანობაზე ისაუბრეს.
► გუშინ ,ძლიერი წვიმის შედეგად ჭიათურაში, რამოდენიმე ქუჩასა და სოფელეში მეწყერი ჩამოწვა. დაზიანებული ადგილები მუნიციპალური სპეც ტექნიკის მეშვეობით ოპერატიულად გაიწმინდა. ქალაქის მერმა შესაბამის სამსახურებს მადლობა გადაუხადა დროული რეაგირებისა და გაწეული სამუშაოებისათვის.
►თათბირზე მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, აქცენტი ქალაქის იერსახეზე ზრუნვასთან დაკავშირებით გააკეთა და ჭიათურაში არსებული კერძო ობიექტების მეპატრონეებს თავიანთი მიმდებარე ტერიტორიების ვიზუალურად მოწესრიგებისკენ მოუწოდა.
► ოპერატიულ თათბირზე გაჟღერდა ინფორმაცია.რომ 15 მარტს მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა ენდოკრინოლოგიური გამოკვლევა ჩატრდება,პედაგოგებსა და თანამშრომლებს კი, შიდსზე და C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდებათ.