ჭიათურის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ახალმა უფროსმა აკაკი სამხარაძემ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
ჭიათურის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ახალმა უფროსმა აკაკი სამხარაძემ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ჭიათურის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ახალმა უფროსმა აკაკი სამხარაძემ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა,სადაც მან იმ ცვლილებების შესახებ ისაუბრა,რომელიც მოქალაქეების მიმართ ეფექტური სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და ყურადღება გაამახვილა მაღალმთიან სოფლებში მეწარმეობის განვითარების აუცილებლობასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
აკაკი სამხარაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული გეგმებისა და პრობლემევის შესახებ, ინფორმაცია უშუალოდ მათი ხელმძღვანელებისგან მიიღო.
შეხვედრას მერიის ადმინისრეაციული სამსახურების განყოფილებების( იურიდიული,კოორდინაცია,საქმის წარმოება და ადამიანური რესურსების მართვა) ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.