ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე, ეუფასო სასადილოს ეწვია
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე, ეუფასო სასადილოს ეწვია

რამოდენიმე დღის წინ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო, ჭიათურის უფასო სასადილოში საწარმოო პროცესი დროებით შეაჩერა ,თუმცა მანამდე, სანამ არსებული ხარვეზები არ გამოსწორდება, სასადილოს 165 ბენეფიციარს მშრალი საკვები მიეწოდება.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე, ეუფასო სასადილოს ეწვია ,მომსახურე 
პერსონალსაც შეხვდა და სასადილოს ბენეფიციარებსაც გაესაუბრა. სასადილოში ასევე მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე და 
ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის ახლად დანიშნული უფროსი მიხეილ ლეჟავა იმყოფებოდნენ.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს მაქსიმალური თანამდგომა და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ - განაცხადა ჭიათურის მერმა,რომელმაც ყურადღება შენობის კეთილმოწყობაზეც გაამახვილა და აღნიშნა,რომ უფასო სასადილოს ეს შენობა,სადაც ბენეფიციარები წლებია იკვებებიან, არ არის სტანდარტთან მიახლოებულიც კი. "მაქსიმუმ ორ კვირაში, ყველაფერს მოვაწესრიგებთ, რათა ამ ადამიანებმა ღირსეულად იგრძნონ თავი".
ქალაქის მერმა კატეგორიულად განუცხადა მომსახურე პერსონალს და ტენდერში გამარჯვებული ფირმის ხელმძღვანელებს,რომ კეთილსინდისიერად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები და სასადილოს არც ერთი ბენეფიციარი არ იყოს უკმაყოფილო მომსახურებით.