გამგებელმა აგრარული ბაზარი დაათვალიერა
გამგებელმა აგრარული ბაზარი დაათვალიერა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ ჭიათურის აგრარული ბაზარი დაათვალიერა და ბაზრის დირექტორს, გიზო აბესაძეს შეხვდა. ბაზრის ხელმძღვანელთან მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ჭიათურაში გარე ვაჭრობის დარეგულირების საკითხი განიხილა. ზურაბ კუპატაძემ მკაფიოდ განაცხადა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჭიათურაში გარე ვაჭრობა უნდა დარეგულირდეს. გამგებელი დაინტერესდა, საჭიროების შემთხვევაში რამდენად შეძლებს არსებული ბაზარი ყველა გარე მოვაჭრის მიღებას. როგორც ბაზრის ხელმძღვანელმა განაცხადა, ბაზარში არსებობს საკმარისზე მეტი ადგილი იმისათვის, რომ ყველა გარე მოვაჭრემ საკუთარი პროდუქციის რეალიზება იქ შეძლოს. 
,,ჩვენ უახლოეს პერიოდში შევძლებთ და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად ჭიათურაში გარე ვაჭრობას მოვაწესრიგებთ" - განაცხადა გამგებელმა.