ჭიათურის დრამატული თეატრი − აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი მდებარეობს  ჭიათურაში. თეატრის ცენტრალური დარბაზი გათვლილია 600 მაყურებელზე. დრამატული თეატრი - 1894 წლის 11 დეკემბერს დაარსდა, ხოლო 1910 წლიდან მას მუდმივმოქმედი დასი ჰყავს. მე-20 საუკუნის 20-30 წლები თეატრის ოქროს ხანად მიიჩნევა. ამ წლებში თეატრმა დადგა: შექსპირისმოლიერისლოპე დე ვეგას დავით კლდიაშვილისპოლიკარპე კაკაბაძის და სხვათა პიესები. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“ ქართული თაეატრის ისტორიაში ამ პიესის ერთ-ერთ საუკეთესო განხორციელებად ითვლება, ხოლო მასში მთავარი როლის შემსრულებელი, საქართველოს სახალხო არტისტი მიხეილ ვაშაძე ამ სცენური სახის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად. თეატრმა 1949 წელს ბინა ახალ შენობაში დაიდო და მას აკაკი წერეთელის სახელი მიენიჭა.მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ჭიათურის თეატრი განსაკუთრებული შემოქმედებითი წარმატებებით გამოირჩეოდა. მან ორჯერ გაიმარჯვა საკავშირო ფესტივალზე, ხოლო უნგრული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი დაიმსახურა.

თეატრში მოღვაწეობდნენ:

გრიგოლ ტყაბლაძე — თეატრისა და კინოს მსახიობი
თამარ აბაშიძე - თეატრისა და კინოს მსახიობი
ალექსანდრე წუწუნავა - რეჟისორი, სცენარისტი, თეატრის მსახიობი
შოთა ცუცქირიძე - მსახიობი, რეჟისორი , თეატრმცოდნე
მიხეილ ვაშაძე - თეატრისა და კინოს მსახიობი
არჩილ გომიაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი
ნოდარ ჩაჩანიძე - თეატრისა და კინოს მსახიობი

თეატრის ყოფილი მმართველები

ალექსანდრე წუწუნავა
ვალერიან შალიკაშვილი
მიხეილ ქორელი
ალექსანდრე იმედაშვილი

თეატრის დღევანდელი მმართველია ნანა წერეთელი.

 

მისამართი: საქართველო, ჭიათურა ი.ჭავჭავაძის ქუჩა №15

Tel: (+ 995) 479 25 24 26, Mob: (+995) 599 19 90 68

ელექტრონული ფოსტა :chiaturatheatre@yahoo.com