20 მაისს ჭიათურის კულტურის ცენტრში აკაკი წერეთლის ლიტერატურული საღამო გაიმართა. ღონისძიება ორ მოქმედებად ჩატარდა. პირველ ნაწილში ჭათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრთან არსებულმა სამსახიობო მიზნობრივმა ჯგუფმა მაყურებლის წინაძე აკაკის შემოქმედება გაააცოცხლა, მეორე ნაწილში კი ნაჩვენები იქნა სპექტაკლი ბუტიაობა. ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის პირველი პირებიც ესწრებოდნენ. საღამო დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.