24 და 28 აპრილს საფეხბურთო კლუბი ჭიათურა ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. პირველ მატჩში ჭიათურელი ფეხბურთელები ალგეთს, ხოლო მეორე შეხვედრაში ხობის კოლხეთს გაუპირისპირდებიან. სწორედ აღნიშნული შეხვედრები გადაწყვეტს დაჩება თუ არა კლუბი პირვლე ლიგაში. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ჭიათურა ორივე შეხვედრაში წარმატებას მოიპოვებს.
ორივე შეხვედრა საჩხერეში ხელოვნურ საფარიან მოედანზე გაიმართება და 16 საათზე დაიწყება.