ჭიათურის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში ნიკო გომელაურის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საღამოზე სკოლის მოსწავლეებმა ნიკო გომელაურის ცხოვრება გაიხსენეს და პოეტის შემოქმედებიდან რამდენიმე გამორჩეული ლექსი წაიკითხეს. ღონისძიების ორგანიზატორი არაფორმალური განათლების განყოფილება იყო.