ჭიათურაში, თემურ მაღრაძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში დასრულდა. შეჯირში ათზე მეტი სოფელი იღებდა მონაწილეობას. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ჭიათურის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ერთმანეთს ნიგოზეთისა და რგანის თემები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ნიგოზეთის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გამარჯვებილებს სამახსოვრო თასი და ფულადი საჩუქარიც გადაეცათ. ტურნირის ორგანიზატორი ჭიათურის 27-ე სპორტული სკოლა იყო. შეჯიბრი ტრადიციულია და ის ყოველწლიურად იმართება.