ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეებისთვის სემინარი გაიმართა. სემინარი არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული რეფორმების ინსტიტუტმა ჩაატარა. სემინარზე, რომელიც დაახლოებით ორი საათი გრძელდებოდა საუბარი ვრცლად შეეხო ზოგადად პოლიტიკის არსს და მასში ჩართულობას.