სამძიმარი

13 ივნისს საქართველოში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, ჭიათურასთან დამეგობრებული ლიტვის ქალაქ ბირშტონასის მერმა, ნიოლე დირგინჩენემ ბირშტონასის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციის სახელით სამძიმრის წერილი გამოუგზავნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელს სულხან მახათაძეს.
"ძვირფასო ქალაქის მერო!
ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო.ბირშტონასის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციის სახელით სამძიმარს გიცხადებთ ამ დანაკლისის გამო.ჩვენი ფიქრი თქვენთანაა.
გულწრფელი თანაგრძნობით
ქალაქ ბირშტონასის მერი ნიოლე დირგინჩენე."