ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა. თათბირს მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე უძღვებოდა. გამგებელმა სამსახურის უფროსებისა და წარმომადგენლებისგან ვრცლად მოისმინა ინფორმაცია არსებული საკითხებისა და პრობლემების შესახებ. თათბირზე საუბარი შეეხო მოახლოებულ 9 მაისს და მის სამზადისს, ასევე მიმდინარე ინფრასრუქტურ პროექტებს მათ შორის საავტომობილო გზის მშენებლობას სოფელ ზოდის და რგანის მიმართულებით, გამგებელმა ინფორმაცია მოისმინა მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოების შესახებ.