თრეინინგი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სათემო ლიდერებისთვის თრეინინგი გაიმართა. თრეინინგი სახელწოდებით - სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველომ ჩაატარა. სემინარში მონაწილეობა არასაჯარო მოხელეებმა მიიღეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით თრეინინგის მიზანს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება და მასში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა წარმოადგენს. სემინარი ჭიათურის მუნიციპალიტეტში ორ დღეს გრძელდება.