სემინარი

   ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოსა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ერთობლივი პროექტ "იმერი"–ს ფარგლებში ქალაქ წყალტუბოში გაიმართა სემინარი– "ეფექტური კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა", რომელსაც იმერეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტები ესწრებოდნენ. პროექტის მიზანს იმერეთის რეგიონში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელების უზრუნველყოფა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენს,რისი მიღწევაც ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის სისტემატური ანგარიშგებისა და უწყვეტი დიალოგის მეშვეობითაა შესაძლებელი.სემინარის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტებს შორის. მემორანდუმს ხელი იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო თვალთვაძემ და მუნიციპალიტეტის გამგებლებმა მოაწერეს.აღნიშნულ სემინარში მონაწილეობა მიიღო ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ,ასევე ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარმა სპეციალისტმა მარიამ ხვედელიძემ.