კონკურსი

ჭიათურის მუნიციპალიტეტი აცხადებს კონკურსს მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევისა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენის მიზნით.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს.

გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანო­ნე­ბ­ის გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:

) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა;  

) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;

) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;

) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული, ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).

გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.

საკონკურსო პროექტ კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკ­ლე შინაარსობრივი აღწერა დასაბუთება.

წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევ­ი­ზ­ი (კოდი), მასში მოთავსდება ინფორმაცია ავტორის ვინაობის, მისამართისა და სხვა საკო­ნტ­აქტო მონაცემების შესახებ.

კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.

კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია ჯილდო 1000 (ათასი) ლარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 14 მაისი. განაცხადების რეგისტრაცია წარმოებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს. მისამართი: ჭიათურა, ნინოშვილის .№7, მე7 სართული.

ტელ.: 0479 252555, 599 953521;

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება № 52-5


             

განკარგულება № 52-5 -ის დანართი



                                ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 11