ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჭიათურა ხვაშითის საასტომობილო გზის მშენებლობა დაათვალიერა. ამ მიმართულებით საავტომობილო გზის მოასფალტებითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი უმნიშვნელოვანესია და 8 სოფლის მოსახლეობის გზის პრობლემას ხსნის. სამუშაოები ამჟამად სოფელ ჭალოვანის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სულხან მახათაძემ მიმდინარე სამუშაოები მოადგილესთან ერთად დაათვალიერა და ადილობრივებსა და დასაქმებულ მუშახელს გაესაუბრა. ადგილობრივებმა გზის მშენებლობის გამო კმაყოფილება გამოთქვეს.
ჭიათურა ხვაშითის საავტომობილო გზის სატენდერო პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ - www.spa.ge - ზე.