Mgvimevi church.jpg

მღვიმევის დედათა მონასტერი — მონასტერი მდინარე ყვირილის ხეობაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის მახლობლად.

მონასტერში მოხვედრა ჭიათურიდან უფრო ადვილადაა შესაძლებელი. ჭიათურიდან მონასტერში მიდის ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის გავლის შემდეგაც შესაძლებელია გვირაბში შესვლა. გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი, საკმაოდ გრძელია და მისი გადახურვა შემაგრებულია საყრდენი თაღებით.

სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ის წამოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილითაღებითაა გამოყოფილი. ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. აქ გვხვდება: სარკმლის გარშემო შესრულებული ჩუქურთმები, მონუმენტური ჯვრები, ერთმანეთზე გადაბმული რომბები, კარნიზის ჩუქურთმები და სხვ. მაცხოვრის ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. კანკელის კარი შემკულია ჭედური ფირფიტებით, ხოლო მის ზედა ნაწილში განლაგებულია მაცხოვრისა და თორმეტი მოციქულის კომპოზიცია, მისი (მაცხოვრის) ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები. ტაძარში შემორჩენილია კედლის ფრესკული მხატვრობაც, მათ შორის XIII საუკუნეში ამ მონასტრის დამაარსებლის, რატი რაჭის ერისთავის, მისი მეუღლისა და ძმის, ნიანია კახაბერისძის პორტრეტები. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე, სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება.

მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული მხატვრობა. მონასტრის სხვა არქიტექტურული ნაგებობია: სამრეკლო და მონაზონთა სენაკები. მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში, ვაზის კარი. დღეისათვის ეს ნაკეთობები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებშია დაცული. მღიმევის მონასტერი თავისი მდებარეობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია საქართველოში.

 

 

კაცხის სვეტი
Katskhi Pillar.jpg

კაცხის სვეტი  — შთენილი კლდე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯისმარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე.

სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული — სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ.

კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა, ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე, შეუძლებელი იყო.

2007 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით დაიწყო სვეტზე არსებული ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის. აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე არსებული სამლოცველოები, რაც სვეტზე ამჟამად მოღვაწე ბერი მაქსიმეს დამსახურებაა.

2007 წელს კაცხის სვეტზე არსებულ ნანგრევებში მამა მაქსიმემ აღმოაჩინა კირქვის მცირე ქვათლილი (ზომები 41X21 სმ), რომელზეც ათსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა ამოკაწრული. წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით XIII საუკუნით თარიღდება. წარწერაში მოხსენიებულია ვინმე ფრიად ცოდვილი გიორგი, რომელსაც „სამი სახლაკი“ აუშენებია „ძელი ცხოვრებაზე“ — ანუ სვეტის თავზე დამკვიდრებულ დაყუდებულთათვის.

 

კაცხის ტაძარი
Church of Katskhi, Georgia.jpg

კაცხის ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. მისი ძირითადი ნაწილი 1010—1014 წლებშია აშენებული, 30 წლით გვიან სამი მხრიდან მიშენებული აქვს გარშემოსავლელი.

ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი (აღადგინეს 1937). ტაძარს აქვს ძველი სამრეკლო, რომელიც კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი ექვს აფსიდიანია.

ნაგებობა მთლიანად შემკული იყო მდიდრული ჩუქურთმებით, მაგრამ 1854 წელს ტაძარს საფუძვლიანი „რესტავრაცია“ ჩაუტარეს, რის შედეგადაც ძირითად კორპუსს მოხნეს ძველი პერანგი (რომელსაც ულამაზესი ჩუქურთმები ამშვენებდა) და თავიდან მოაპირკეთეს. დღეისათვის პირვანდელი სახე მხოლოდ გარშემოსავლელის ნაწილს აქვს შენარჩუნებული. კაცხის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობას ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სცენა წარმოადგენს, ის გარშემოსავლელის შიგნით მარჯვენა მხარეს მდებარეობს. სამწუხაროდ, ამ ხელოვნების ნიმუშსაც არ აქვს შენარჩუნებული პირვანდელი იერი, რადგან გაუგებარი მიზეზების გამო თეთრი საღებავი აქვს გადასმული. ტაძრის ეზოში გვხვდება ლომის მონუმენტური ბარელიეფი, რომელიც სავარაუდოდ ნაგებობის კედელზე იყო განთავსებული, მაგრამ 1854 წლის „რესტავრაციის“ შემდეგ ჩამოხსენეს. ეკლესიის ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია ბარელიეფები (ძირითადად ლომის გამოსახულებები). ტაძრის ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერები აქვს დატანებული. წარწერათა უმრავლესობა დაქარაგმებულია

 

 

სვერის ციხე, სუერის ციხე - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, მდინარე სვერისხევის მარცხენა ნაპირზე, ახლანდელი სოფელ სვერის ჩრდილოეთით.

ციხე შემორჩენილია ნანგრევების სახით. სვერის ციხის აგების თარიღად მიჩნეულია VI-VII საუკუნეების მიჯნა. ისტორიული წერილობითი წყაროების მონაცემების თანახმად, სვერის ციხე უკვე არსებობდა მურვან-ყრუს შემოსევების დროს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელმა ვერ მოახერხა მისი აღება.სვერის ციხე პირველად XI საუკუნეში მოიხსენიება. 1068 წელს, ალფ-არსლანის შემოსევების შესახებ მემატიანე გადმოგვცემს: “სადაც მოუწიეს დაარბიეს ვიდრე სვერის ციხემდეო.” ციხის შესახებ ცნობებს გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილიც.1590 სვერის ციხე ქართლის მეფემ - სიმონ I-მა დაიკავა. 1661 იმერეთში ლაშქრობის დროს, ქართლის მეფემ - ვახტანგ V-მ აიღო და აბაშიძეთა ფეოდალურ სახლს გადასცა. 1744 იმერეთის მეფე - ალექსანდრე V დაეუფლა. 2 წლის შემდეგ აბაშიძეებმა დაიბრუნეს. ხრესილის ბრძოლის (1757) შემდეგ ემორჩილებოდა იმერეთის სამეფო ხელისუფლებას. 1763 წელს ოსმალებმა აიღეს და დაანგრიეს. შემდგომ წლებში სვერის ციხე აღადგინეს. იმერეთის აჯანყების (1810) დროს რუსეთის ჯარმა დაიკავა. ამის შემდეგ სვერის ციხემ დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა.

 

 

 ჭიათურის მღვიმეები

კარ­ს­ტუ­ლი მღვი­მე-გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით მდი­და­რია ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნი, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, კირ­ქ­ვულ ზოლ­შია გა­შე­ნე­ბუ­ლი, რაც ხელს უწყობს კარ­ს­ტუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. თა­ვი­სი ბუ­ნებ­რი­ვი ეგ­ზო­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვა მდი­ნა­რე სა­ძა­ლი­ხე­ვის აუზ­ში არ­სე­ბუ­ლი მღვი­მე­ე­ბი. თსუ-ს ასის­ტენტ პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლი ამ რე­გი­ონ­ში სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და ტუ­რის­ტე­ბი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო შვიდ მღვი­მეს გა­მო­ყოფს. თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ფა­სე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სოა სა­ძა­ლის­ხე­ვის, კაცხუ­რას და ჯრუ­ჭუ­ლას ხე­ო­ბა. წელს გე­ოგ­რა­ფე­ბის ექ­ს­პე­დი­ცი­ამ ჯრუ­ჭუ­ლას ხე­ო­ბის მღვი­მე­თა მდე­ბა­რე­ო­ბის კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი და­ა­ზუს­ტა და მა­თი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი და­ა­მუ­შა­ვა. გე­ოგ­რა­ფებ­მა გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლის ავ­ტო­რო­ბით 2010 წელს მო­ახ­დი­ნეს ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შ­რუ­ტე­ბის თე­ო­რი­უ­ლი პას­პორ­ტი­ზა­ცია და და­გეგ­მა­რე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლად მღვი­მე­ე­ბის­თ­ვის. გე­ოგ­რა­ფის თქმით, არა­თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­საც კი მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია აქვს სა­კუ­თარ სიმ­დიდ­რე­ზე. არა­და, ერთ ლო­კა­ლურ რე­გი­ონ­ში, მცი­რე ფარ­თობ­ზე ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მღვი­მე­ე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა მიმ­ზიდ­ვე­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლია ტუ­რის­ტე­ბი­სათ­ვის.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მღვი­მე­ებ­ში ასე­ვე რე­გუ­ლა­რუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი, რაც სპე­ლე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა. ბო­ლო წლე­ბის აღ­მო­ჩე­ნაა უდოს მღვი­მე­ში ნი­კა თუ­შაბ­რა­მიშ­ვი­ლის აქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­ს­პე­დი­ცი­ის მი­ერ უძ­ვე­ლე­სი ხა­ნის ნა­ხა­ტე­ბი და იეროგ­ლი­ფე­ბი. ამ მღვი­მეს­თან მის­ვ­ლა არ­ც­თუ ისე ად­ვი­ლია, მაგ­რამ ექ­ს­ტ­რე­მის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო მარ­შ­რუ­ტია.

გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლი: "სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მის ექ­ს­პე­დი­ცი­ამ, პრო­ფე­სორ თუ­შაბ­რა­მიშ­ვი­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით 10 წელ­ზე მეტ ხანს იმუ­შა­ვა სო­ფელ რგან­ში ორ­თ­ვა­ლა კლდის გა­მოქ­ვა­ბულ­ში და აქ მო­პო­ვე­ბულ­მა ქვე­და და ზე­და პა­ლე­ო­ლი­თის ადა­მი­ან­თა საცხოვ­რე­ბელ­მა და სხვა­დას­ხ­ვა მა­სა­ლებ­მა მსოფ­ლიო აალა­პა­რა­კა. ჭი­ა­თუ­რის მღვი­მე­ებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ზე­და­პა­ლე­ო­ლი­თის ეპო­ქის ნაშ­თე­ბი (კა­ჟის და ობ­სი­დი­ა­ნის იარა­ღე­ბი). დად­გე­ნი­ლია შემ­დე­გი ცხო­ვე­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა: ზებ­რა, ქურ­ცი­კი, შვე­ლი, ირე­მი, გა­რე­უ­ლი ღო­რი, გა­რე­უ­ლი თხა, წაბ­ლის­ფე­რი დათ­ვი, მგე­ლი, გა­მოქ­ვა­ბუ­ლის დათ­ვი, ციმ­ბი­რის მაჩ­ვი, ზღარ­ბი, კვერ­ნა, პრო­მე­თეს თაგ­ვი და სხვ. ეს კარ­ს­ტუ­ლი მღვი­მე-გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ფუძ­ველს ქმნის, რე­გი­ონ­ში სა­თავ­გა­და­სავ­ლო, კულ­ტუ­რულ-შე­მეც­ნე­ბი­თი და ექ­ს­ტ­რე­მა­ლუ­რი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რად წა­რი­მარ­თოს."

ორ­თ­ვა­ლა კლდის (წილ­თოს III) მღვი­მე სო­ფელ პე­რე­ვი­სის მი­და­მო­ებ­შია. ეს ის­ტო­რი­უ­ლი დრო­ის ნა­გე­ბო­ბაა, რომ­ლის წი­ნა ორი დი­დი გვი­რა­ბის კედ­ლებს ეტყო­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი და­მუ­შა­ვე­ბის კვა­ლი, აღ­მო­ჩე­ნი­ლია ქვევ­რე­ბი და კე­რა­მი­კის ნამ­ტ­ვ­რე­ვე­ბი, მღვი­მე ად­ვი­ლი მი­სად­გო­მია და იოლად გა­სავ­ლე­ლი. იგი გე­ოგ­რა­ფი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ექ­ს­პე­დი­ცი­ამ 1959 და 1990 წე­ლებ­ში გა­მო­იკ­ვ­ლია.

ჭი­პი­ა­ნიკ­ლ­დის მღვი­მე კი მდ. ყვი­რი­ლას მარ­ცხე­ნა ფერ­დობ­ზე, კლდო­ვან ფლა­ტე­ზე, ზღვის დო­ნი­დან 410 მ. სი­მაღ­ლე­ზეა. იგი ის­ტო­რი­უ­ლი ნა­გე­ბო­ბაა - აღ­მო­ჩე­ნი­ლია ქვევ­რე­ბი, წყალ­სა­ცა­ვი აუზი და სა­საფ­ლაო. მის გა­სავ­ლე­ლად სა­ჭი­როა სპე­ლე­ო­ლო­გი­უ­რი სა­ჭურ­ვე­ლი. ეს მღვი­მე გე­ოგ­რა­ფებ­მა ჯერ კი­დევ 1955 წელს აღ­წე­რეს.

არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ძეგლს წარ­მო­ად­გენს გვარ­ჯი­ლას­კ­ლ­დის მღვი­მე სოფ. რგა­ნის მი­და­მო­ებ­ში, მდ. ჭე­რუ­ლას აუზ­ში. იგი ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. აქ მიკ­ვ­ლე­უ­ლია ზე­და­პა­ლე­ო­ლი­თის ეპო­ქის ნაშ­თე­ბი; კა­ჟი­სა და ობ­სი­დი­ა­ნის იარა­ღე­ბი. დად­გე­ნი­ლია გა­რე­უ­ლი ღო­რის, ზებ­რას, ქურ­ცი­კის, ირ­მის, წაბ­ლის­ფე­რი დატ­ვის, მგლის, მღვი­მუ­რი დათ­ვის, ზღარ­ბის, კვერ­ნას და სხვა ცხო­ველ­თა არ­სე­ბო­ბა. მღვი­მე ად­ვი­ლად მი­სად­გო­მი და გა­სავ­ლე­ლია. გვარ­ჯი­ლას­კ­ლ­დის მღვი­მე პირ­ვე­ლად გა­მო­იკ­ვ­ლია ს. ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უ­მის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა ექ­ს­პე­დი­ცი­ამ, შემ­დ­გომ­ში კი გე­ოგ­რა­ფი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტის სპე­ლე­ო­რაზ­მ­მა.

მღვი­მე­ვის მღვი­მე­ში, რო­მე­ლიც მდ. ყვი­რი­ლას ხე­ო­ბის მარ­ჯ­ვე­ნა ფერ­დობ­ზე მდე­ბა­რე­ობს, მღვი­მე­ვის XIII სა­უ­კუ­ნის მო­ნას­ტე­რია გან­ლა­გე­ბუ­ლი. აქ ასე­ვე აღ­მო­ჩე­ნი­ლია ძვე­ლი ქვის ხა­ნის ადა­მი­ა­ნის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ნაშ­თე­ბი (ზე­და­პა­ლე­ო­ლი­თი) - კა­ჟი­სა და ობ­სი­დი­ა­ნის ძვლის და ირ­მის რქის იარა­ღე­ბი. დად­გე­ნი­ლია პირ­ველ­ყო­ფი­ლი ხა­რის ანუ დომ­ბას, ცხე­ნის, ლო­მის, მღვი­მუ­რი დათ­ვის და სხვ. ცხო­ველ­თა არ­სე­ბო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი. ერთ-ერ­თი ფარ­დუ­ლის კე­დელ­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს ზე­და­პა­ლე­ო­ლი­თე­ლი ადა­მი­ა­ნის მხატ­ვ­რო­ბის ნი­მუ­შე­ბი. მღვი­მე­ვის მღვი­მე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რად გა­მოკ­ვ­ლე­უ­ლია აფა­ქი­ძის, ნ. ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის, ალ. კა­ლან­და­ძის, დ. თუ­შაბ­რა­მიშ­ვი­ლის და სხვა­თა მი­ერ.

არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ობი­ექტს წარ­მო­ად­გენს ძუ­ძუ­ა­ნას მღვი­მე, რო­მე­ლიც სო­ფელ დარ­კ­ვე­თის სამ­ხ­რე­თით მდ. ნიკ­რი­სას ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე­ობს. აქ 2008 წელს აღ­მო­ა­ჩე­ნეს 32 ათა­სი წლის ძა­ფის ნა­კე­თო­ბა, რო­მე­ლიც ლერ­წ­მის­გან იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი. მღვი­მის ნა­წილ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია პა­ლე­ო­ლი­თე­ლი ადა­მი­ა­ნის სად­გო­მი (კა­ჟის და ობ­სი­დი­ა­ნის იარა­ღე­ბი, ცხო­ველ­თა ძვლე­ბი), ზე­და ფე­ნა­ში - თი­ხის ჭურ­ჭე­ლი; ნა­პოვ­ნია პირ­ველ­ყო­ფი­ლი ძაღ­ლი­სა და ზურ­ტა­კე­ტის ცხე­ნის დი­დი ზო­მის ნაშ­თე­ბი. პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი ად­ვი­ლი გა­სავ­ლე­ლია, მე­ო­რე­ზე ასას­ვ­ლე­ლად კი სა­ჭი­როა სპე­ლე­ო­ლო­გი­უ­რი სა­ჭურ­ვე­ლი, მღვი­მე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რად დ. თუ­შაბ­რა­მიშ­ვალ­მა და ქ. დვალ­მა შე­ის­წავ­ლეს. სპე­ლე­ო­ლო­გი­უ­რად კი პირ­ვე­ლად აღ­წე­რა და გა­მო­იკ­ვ­ლია გე­ოგ­რა­ფი­ის ინ­ს­ტი­ტუ­ტის სპე­ლე­ო­ექ­ს­პე­დი­ცი­ამ (1975 წ).

ჯრუ­ჭუ­ლის მღვი­მე კი, რო­მე­ლიც მდი­ნა­რე ჯრუ­ჭუ­ლის მარ­ჯ­ვე­ნა ნა­პირ­ზე მდი­ნა­რის დო­ნი­დან 35 მ სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­თელ წიგ­ნ­შია შე­ტა­ნი­ლი. აქ კულ­ტუ­რუ­ლი ფე­ნე­ბი­ცაა - აღ­მო­ჩე­ნი­ლია პა­ლე­ო­ლი­თუ­რი დრო­ის მდი­და­რი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა, გათხ­რი­ლია 4 მეტ­რის სიღ­რ­მის შურ­ფი, მო­პო­ვე­ბუ­ლია ცხო­ვე­ლის ძვლე­ბი, წვე­ტა­ნე­ბი, და­ნე­ბი და სხვა.

ნა­ხიზ­ნე­ბის მღვი­მე სოფ. გუნ­და­ეთ­თან მდე­ბა­რე­ობს, ძნე­ლად მი­სად­გომ, ცი­ცა­ბო მარ­ჯ­ვე­ნა ფერ­დობ­ზე. შე­სას­ვ­ლელ­თან ქვით­კი­რის კედ­ლის ნან­გ­რე­ვე­ბია, მღვი­მის ჭე­რი გაჭ­ვარ­ტ­ლუ­ლია. კულ­ტუ­რუ­ლი ნა­ფე­ნე­ბი შე­ი­ცავს მცე­ნა­რე­ულ და პა­ლე­ო­ბი­ო­ლო­გი­ურ ნაშ­თებს. მღვი­მეს რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ის და­ღი აზის. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ნაშ­თე­ბის აღ­მო­ჩე­ნა აქაც არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მღვი­მე ად­ვი­ლად გა­სავ­ლე­ლია. იგი პირ­ვე­ლად აღ­წე­რა ზ. ტა­ტა­ში­ძემ 1957 წელს.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მღვი­მე­თა პა­ლე­ო­ლო­გი­უ­რი თუ არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი შეს­წავ­ლა კვლავ გრძელ­დე­ბა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ისი­ნი კი­დევ მრა­ვალ­ჯერ გაგ­ვა­ო­ცე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა მა­თი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას, ამი­სათ­ვის ჯერ ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბი­სა და სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბაა სა­ჭი­რო.

ქალაქი ჭიათურა