ჭიათურის მანგანუმის საბადო

ნივთიერება მანგანუმი, რომელსაც საბადოში მოიპოვებენ.
მდებარეობა
მდებარეობა ჭიათურა
მუნიციპალიტეტი ჭიათურა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
პროდუქცია მანგანუმი
ტიპი მიწისქვეშა
გაიხსნა 1879 წელს[1]
მფლობელი G.M. Georgian Manganese Holding Limited (იგივე „ჯორჯიან მანგანეზი“)

ჭიათურის მანგანუმის საბადო  ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მანგანუმის (Mn) საბადო. გეოტექნიკური თვალსაზრისით განლაგებულია საქართველოს ბელტის აზვებული ტექტონიკური ბლოკის — ძირულის მასივის ჩრდ.-აღმ. პერიფერიაზე. საბადოს ტერიტორიაზე თითქმის ჰორიზონტალურ ცარცულ კირქვებზე განლაგებულია მანგანუმის მადნის შემცველი ოლიგოცენური ნალექები. კირქვები მდინარე ყვირილისა და მისი შენაკადების მიერ ჩაჭრილია ღრმა კანიონისებრი ხეობებით, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფენ ცალკეულ ზეგნებს. ეროზიას გადარჩენილი მანგანუმის დიდი ნაწილი ამ ზეგნებზეა განლაგებული, მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირზეა რგანის, ქვედა და ზედ რგანის, ბუნიკაურის, თაბაგრების, მღვიმევის, დარკვეთისა და სარეკის ზეგნები; მარცხენაზე — პერევესის, შუქრუთის, ითხვისის, მერევისა და პასიეთის.

მანგანუმის შემცველ ოლიგოცენურ ნალექებს წარმოადგენსმადნისქვეშა ქვიშაქვები, საკუთრივ მადნიანი ჰორიზონტი და მასზე მდებარე ბენტონიტ-ცეოლითიანი ოპოკები, სპონგოლითები და ე.წ. მაიკოპის ტიპის იაროზიტიანი თიხები. მადნიან ჰორიზონტს რთული აგებულება აქვს — შედგება სხვადასხვა ზომისა და სხვადასხვა რაოდენობის (3-25) ლინზისებრი სხეულებისგან; მათ შორის განლაგებულია თიხის, ქვიშაქვისა და სილიციტების სხვადასხვა სისქისა და რაოდენობის შუაშრეები. საბადოს დასავლეთ ნაწილში (პერევსის, რგანისა და ქვედა რგანის ზეგნები) მადნიანი ჰორიზონტი უშუალოდ ადევს ცარცულ კირქვებს ან გამოყოფილია მათგან ფოსფორიტის მცირე სისქის შრით. მადნიანი ჰორიზონტი საბადოს ამ ნაწილში კომპაქტურია და წარმოადგენს ძირითადად ფსილომელან-პიროლუზიტურ ფაციესს (ე.წ. პეროქსიდულიმადნები). აღმოსავლეთი მიმართულებით ეს ფაციესი იცვლება ფსილომელან-პიროლუზიტ-მანგანიტური, მანგანიტ-როდოქროზიტული და როდოქროზიტ-მანგანოკალციტური ფაციესებით. ჭიათურის მანგანუმის საბადოზე გამოყოფენ მადანთა შემდეგ ძირითად ტიპებს:

მადნის ტიპიMn-ის შემცველობა (%)
ოოლითური ან მასიური ჟანგეული 20-25-იდან 50-55-მდე
ოოლითური ან წვრილკრისტალური კარბონატული 10-15-იდან 25-28-მდე
დაჟანგული 15-20-იდან 30-40-მდე

ცხრილში ჩამოთვლილნი გვხვდება მადნიანი შრეების ზედაპირზე გამოსვლის ადგილას, თითქმის ყველა ზეგანზე.