საფეხბურთო კლუბმა ჭიათურამ სეზონი წარმატებით დაიწყო

საფეხბურთო კლუბმა ჭიათურამ 2016-17 წლების სეზონი გამარჯვებით დაიწყო. გუნდა თავისი პირველი შეხვედრა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე გამართა და ტყიბულის მეშახტე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი და გამრჯვების მომტანი გოლი ტყიბულელთა კარში გიორგი ნიჟარაძემ გაიტანა.

ჭიათურა 19 აგვისტოდან საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ლიგაში ჩაერთვება და თავის პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გარდაბანის წინააღმდეგ გამართავს.