ღვაწლმოსილი პედაგოგის იუბილე

ჭიათურის კულტურის ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში საფორტეპიანო კლასის და მუსიკალური სკოლის ყოფილი დირექტორის ნარგიზ ჩუბინიძს დაბადების 80, პედადოგიური მოღვაწეობის 60 და დირექტორობის 30 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამო ჩატარდა. საღამოს ორგანიზატორი ს. კავსაძის სახელობის ნომერ პირველი სამუსიკო სკოლა იყო. ღონისძიეაბა სამუსიკო სკოლის დირექტორს ლუდა ნადირაძეს მიჰყავდა. ნარგიზ ჩუბინიძეს იუბილე მისმა ყოფილმა მოსწავლეებმა, თანამშრომლებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა მიულოცეს. ღონისძიებაში მონაწილეობას კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები, სანდრო კავსაძის სახელობის ნომერ პირველი სამუსიკო  სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ღებულობდნენ.  რამდენიმე მუსიკალური ნომერი ნარგიზ ჩუბინიძეს შვილიშვილმა, დამწყებმა მუსიკოსმა სანდრო გეგეჭკორმა მიუძღვნა.