საფეხბურთო კლუბი ჭიათურა შემდგომ ეტაპზე გავიდა

საფეხბურთო კლუბმა ჭიათურამ 2015-16 წლების სეზონი წარმატებით დაიყო. კლუბმა დავით ყიფიანის სახელობის თასზე უმაღლეს ლიგაში მოთამაშე მარტვილის მერანი ორი თამაშის ჯამში მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა და თასის გათამაშების შემდგომ ეტაპზე გავიდა. გუნდების პირველი დაპირისპირება მარტვილში ჭიათურას გამარჯვებით 0:1 დასრულდა, განმეორებითი მატჩი კი თემურ მაღრაძის სახელობის სტადიონზე ფრედ 1:1 მორჩა.