წიგნი ზემო იმერეთის შესახებ

 

 ზემო იმერეთის პლატოს და მიმდებარე რაიონების კარსტი - ნაშრომში წარმოდგენილია მრავალი წლების მანძილზე ზემო იმერეთის პლატოსა და მიმდინარე რაიონებში განხორციელებული კომპლექსური კარსტული კვლევის შედეგები. მრავალრიცხოვანი ლიტერატურული წყაროების ანალიზთან ერთად მოცემულია საკუთარი საველე, ექპერიმენტული და ლაბორატორიული კვლევის შედეგები.

კვლევა მიზნად ისახავს ჭიათურის ზონის წყალმომარაგების გაუმჯობესებას და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებას. ამ მიმართულებით ჩატარებულ კვლევას ნაშრომშi მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი. წიგნში მოცემული და აღწერილია: 100-ზე მეტი კარსტული მღვიმე, მრავალი ზედაპირული კარსტული ფორმა, 10 კარსტული ტბა, 120 კარსტული წყარო. წიგნში გადმოცემულია რუკები, სქემები, ცხრილები, ფოტოსურათები, რომელთა დიდი უმრავლესობა ავტორის მიერაა შედგენილი და გადაღებული.

წიგნი მიმდინარე წელს გამოვიდა და მისი ავტორი გეოგრაფი, სპელეოლოგი, გეოგრაფიის დოქტორი ზაზა ლეჟავაა.