ჭიათურაში კრივის ტურნირი დასრულდა

27 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით ჭიათურა თენგიზ ჯაოშვილისა და სპარტაკ ასანიძის სახელობის ტურნირს მასპინძლობდა კრივში. ტურნირში საქართველოს 22 მუნიციპალიტეტისა თუ ქალაქის გუნდი იღებდა მონაწილეობას, სულ 154 ახალგაზრდა მოკრივე. გამარჯვებულებს სამახსოვრო თასები და მედლები გადაეცათ. ჭიათურაში თენგიზ ჯაოშვილისა და სპარტაკ ასანიძის სახელობის ტურნირი კრივში ყოველწლიურად იმართება, და მისი ორგანიზატორი 27-ე სპორტული სკოლაა.