ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს 18 წლამდე ასაკის მარჩენალ დაკარგულ ბავშვთა ოჯახების რეგისტრაციას, მათთვის ფინანსური დახმარების მიზნით.
აღნიშნული კატეგორიის ოჯახების კანონიერმა წარმომადგენლებმა (მშობელი ან მეურვე/მზრუნველი) მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. მშობლის ან მეურვე/მზრუნველის პირადობის მოწმობის ასლი
2. 18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგული ბავშვის ან ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები
3. გარდაცვლილი მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები
4. მშობლის ან მეურვე/მზრუნველის სახელზე გახსნილი იმ საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი, სადაც ირიცხება მარჩენალდაკარგულის ყოველთვიური პენსია.
5. მეურვე/მზრუნველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამა წლის 25 მაისამდე.