ცოცხალი წიგნები

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლების 5 კაციანი მობილური ჯგუფი ზემო იმერეთს ესტუმრა.

„ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში ეწყობა პოეზიის საღამოები და იმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.
ჭიათურამ რიტუალების სახლში უმასპინძლა პოეტებსა და მწერლებს. თანამედროვე შემოქმედებმა საკუთარი ნაწარმოებები წაიკითხეს და ამავდროულად ჭიათურელ პოეტებსაც მოუსმინეს. საღამო გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. კულტურულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის პირველი პირი სულხან მახათაძე მოადილესთან ლალი კაპანაძესთან  და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.