მოყვასისთვის შეწირულები

ჭიათურა-საჩხერის ეპარქიაში იზა ვეფხვაძემ ლიტერატურული სპექტაკლი მოყვასისსთვის შეწირულები გამართა. სპექტაკში მსახიობმა საოცარი ინტერპრეტაციით აღწერა ოთხი დიდი ქართველის მიხეილ თამარაშვილის, გრიგოლ ფერაძის, იოსებ ჟორდანიასა და ახლახანს მოყვასისთვის თავგაწირული ქართველის ილია კარტოზიას გმირული ცხოვრება. წარმოდგენა საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გაიმართა. მას ჭიათურა საჩხერის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე დანიელიც ადევნებდა თვალ-ყურს. სპექტაკლს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებით ესწრებოდნენ.