ბავშვთა საერთაშორისო დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლიკა ჭუმბურიძემ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს საჩუქარად პლანშეტები გადასცა
ბავშვთა საერთაშორისო დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლიკა ჭუმბურიძემ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს საჩუქარად პლანშეტები გადასცა

 ბავშვთა საერთაშორისო დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლიკა ჭუმბურიძემ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს თავის სამუშაო კაბინეტში უმასპინძლა. მერის მოადგილე სტუმრებს მერიისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა და ბავშვებს კლინიკა „თვალის“ და პირადად მისი ხელმძღვანელის ჯაბა ჩიჩუას მიერ, სპეციალურად მათთვის გამოგზავნილი საჩუქარი-პლანშეტები გადასცა.

„ ბავშვების კეთილდღეობა ჩვენი მთავარი საფიქრალი და ვალდებულებაა.ჭიათურის მერია თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაერთვება და ერთი ოჯახი ვიქნებით დღეიდან. პირადად მიგულეთ თქვენს გვერდით, რათა ერთად გადავწყვიტოთ ყველა პრობლემა“-განაცხადა ლიკა ჭუმბურიძემ .
მერის მოადგილემ ასევე დაანონსა იმ შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების შესახებ,რაც ჭიათურის მერიაში პროექტ- „ივნისი- ბავშვებს“ ფარგლებში იგეგმება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჭიათურაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება.