ჭიათურაში აწყურისა და ივერიის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატები ჩამოაბრძანეს
ჭიათურაში აწყურისა და ივერიის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატები ჩამოაბრძანეს

ჭიათურაში დღეს აწყურისა და ივერიის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატები ჩამოაბრძანეს. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ ხატების შემობრძანებას, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე, მერის მოადგილე გივი მოდებაძე,ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურნი და ასობით ჭიათურელი დაესწრო. . ეპარქიას და მრევლს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მეუფე დანიელმა, თუშეთისა და ფშავ ხევსურეთის მიტროპოლიტმა მიქაელმა და ქალაქის მერმა პაატა ნადირაძემ მიულოცეს. .ხატების თანხლებით მრევლის საზეიმო მსვლელობა ნაგუთის ხარების სახელობის ტაძრამდე მოეწყო, სადაც ტაძარში დაბრძანებულ ხატებთან მიახლოება და წირვა-ლოცვაზე დასწრება მსურველებს ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე შეეძლებათ.