ჭიათურის მუნიციპალიტეტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად მესამე კონკურსი მიმდინარეობს
ჭიათურის მუნიციპალიტეტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად მესამე კონკურსი მიმდინარეობს

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შერჩევის მესამე კონკურსი მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში კონკუსი 29 ვაკანტურ თანამდებობაზეა გამოცხადებული. კონკურსანტებმა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს კონკურსის ორი ეტაპი დღეს, გასაუბრების ეტაპზე უწევთ საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება. გასაუბრების კომისიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძეა, თავმჯდომარის მოადგილე გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზურაბ კუპატაძე. კომისიაში ასევე შედიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა გოგოლაძე, დავით ლაბაძე, ნუგზარ ქიმაძე, ნუგზარ შეყილაძე და გიორგი ნიკოლაძე.