ვეტერან მორაგბეთა საიუბილეო მატჩზე დავით სერგეენკომ ითამაშა
ვეტერან მორაგბეთა საიუბილეო მატჩზე დავით სერგეენკომ ითამაშა

ჭიათურის თემურ მაღრაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ვეტერან მორაგბეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს გუნდები „ჭიათურა“ და -„სამედიცინო“ დაუპირისპირდნენ . 
 შეხვედრა,რომელიც 30 წლის წინ გამართულ საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ფინალს მიეძღვნა ,ფრედ 3:3 დასრულდა. აღსანიშნავია,რომ საიუბილეო მატჩი სწორედ ამ გუნდების მონაწილეობით გაიმართა . მაშინ შეხვედრა“ სამედიცინოს“ გამარჯვებით დასრულდა. 
 მატჩში ვეტერანი მორაგბეები, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანაძე იღებდნენ მონაწილეობას 
 სარაგბო მატჩი საქართველოს რაგბის კავშირისა და ჭიათურის მერიის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
 შეხვედრას ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე და მერის მოადგილეები გივი მოდებაძე და ლიკა ჭუმბურიძე დაესწრნენ.