პაატა ნადირაძემ სოფლებში მოქალაქეთა მიღება ჩაატარა
პაატა ნადირაძემ სოფლებში მოქალაქეთა მიღება ჩაატარა

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ მოქალაქეთა მორიგი მიღება წირქვალისა და სარქველეთუბნის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩაატარა. მიღებაზე მოსახლეობა ქალაქის მერს საზოგადოებრივ და პირად პრობლემებზე ესაუბრა. პრიორიტეტულ საკითხთა შორის გამოიკვეთა სასმელი წყლისა და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხები. პაატა ნადირაძე ადგილობრივებს პრობლემების გადაჭრას ეტაპობრივად დაპირდა.
სოფელბში გამართულ მიღებას ქალაქის მერთან - პაატა ნადირაძესთან ერთად მერის მოადგილე გივი მოდებაძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი აკაკი სამხარაძე, სოციალური სამსახურის უფროსი მიხეილ ლეჟავა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ წიქარიშვილი და კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი ხათუნა ცერცვაძე ესწრებოდნენ.