ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსანი"
ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსანი"

21 მაისს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეტრში საზოგადოებას ხელნაწერი “ვეფხისტყაოსანი“ წარედგინა. ამასთანავე ღონისძიება -„მომავლის სხივი ახარებს ფესვებს“გაიმართა ,სადაც მოსწავლეებმა წიგნის შექმნის ისტორია ,ასევე წარსულისა და თანამედროვეობის ფესვების უწყვეტობა წარმოადგინეს.
ღონისძიებას ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი,წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე,საპატრიარქოს ჩოხოსნები,პოეტები,მწერლები და სახოგადოების ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ,რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ვეფხისტყაოსნის გადაწერაში.
ჭიათურის მერმა ხელნაწერი წიგნის უნიკალურობის შესახებ ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.
მეუფე დანიელმა პროექტის იდეის ავტორსა და სულისჩამდგმელს,ჭიათურის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს მაია ტყემალაძეს თამარ მეფის სახელობის სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი“ოქროს კალამი“უსახსოვრა.
2016 წლის მაისში ჭიათურის კულტურის სამსახურმა მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო „ ვეფხისტყაოსნის“ გადაწერა. გადაიწერა 1662 სტროფი. 
საუკუნის წიგნი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაიდებს ბინას.