მიღება მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულში
მიღება მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულში

 ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ სამსახურის უფროსებთან ერთად, მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეთა მიღება ჩაატარა.შეხვედრაზე ადგილობრივებს საშუალება მიეცათ პირადი თუ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ქალაქის მერის წინაშე პირადად დაეყენებინათ.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და ყველა საკითხის გადაჭრის გზებზე სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა. 
,,ჩვენ გადავწყვიტეთ, თქვენთან ადგილზე მოვსულიყავით და მიღება თქვენსავე სოფელში ჩაგვეტარებინა, რათა საშუალება მოგეცეთ მნიშვნელოვანი საკითხები ადგილზე გაგვაცნოთ. მოვინიშნავთ თითოეულ საკითხს და კანონის ფარგლებში ყველა მათგანზე რეაგირებას მაქსიმალურად მოკლე დროში მოვახდენთ“ - განაცხადა პაატა ნადირაძემ. 
დღესვე, ჭიათურის მერმა სოფელ მანდაეთში ბიბლოთეკა, საბავშვო ბაღი და ერთ-ერთი უბნის საავტომობილო გზა დაათვალიერა.