სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა

ქუთაისში მიმდინარე სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე, რომელიც იმერეთის მასშტაბით იმართება, ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის გუნდმა მინი ფეხბურთში მეორე ადგილი დაიკავა. მე-2 სკოლელები ფინალურ შეხვედრაში ქუთაისის გუნდთან დამარცხდნენ. სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ჭიათურელმა მოსწავლეებმა მონაწილეობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიიღეს, ზოგიერთ სახეობაში კი საპრიზო ადგილებიც დაიკავეს.
რეგიონალურ ტურნირზე ჭიათურელი მოსწავლეების ტრანსპორტირება ჭიათურის მერიამ უზრუნველყო..
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში 350-მდე ჭიათურელი ახალგაზრდაა ჩართული.