24 აპრილის თათბირი
24 აპრილის თათბირი

დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამშაბათის ყოველკვირეული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე უძღვებოდა. თათბირს გამგებლის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე, სამსახურებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა თითოეული სამსახურის ხელმძღვანელისაგან მოისმინა ინფორმაცია გასული კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის შესახებ და მათ შესაბამისი დავალებები მისცა. ეკონომიკის სამსახურს დაევალა სწრაფი რეაგირება მოახდინოს მცირე მეწარმეობის განვითარების მსურველთა განცხადებებზე, რაც ადამიანების დასაქმებასაც შეუწყობს ხელს. პაატა ნადირაძემ მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდა ზედამხედველობის სამსახურს.
მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა ბოლო პერიოდში ჩატარებული არა ერთი საინტერესო ახალგაზრდული ღონისძიების შესახებ და შესაბამის სამსახურებს კიდევ უფრო ფართომაშტაბიანი პროექტების წარმოდგენა დაავალა.
თათბირზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის მიზნით მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბილისის ერთ-ერთ კლინიკასთან და მაისის შუა რიცხვებში ჭიათურლებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
თათბირის დასასრულს პაატა ნადირაძემ აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში შეიკრიბება მისი ინიციატივით შექმნილი საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც სხვადასხვა სფეროში დასაქმებული წარმატებული ჭიათურლები და ღვაწლმოსილი ადამიანები არიან გაერთიანებული და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ქალაქისათვის მნიშვნელოვანი არა ერთი საკითხის განხილვასა თუ გადაწყვეტაში მიიღებენ მონაწილეობას.