,,მოყვარულთა თასი 2018“
,,მოყვარულთა თასი 2018“

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ,,მოყვარულთა თასი 2018“ წლის გათამაშება დაიწყო. მოყვარულთა თასის გათამაშებაში ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან ქალაქის, მანდაეთის, ნიგოზეთისა და კაცხის გუნდები ჩაერთვნენ,სადაც ქალაქის გუნდმა ნიგოზეთი დაამარცხა, კაცხმა კი მანდაეთს მოუგო. შეხვედრები ჯადული იობაშვილის სახელობის სტადიონზე ჩატარდა. ტურნირის გამარჯვებული გუნდი რეგიონალურ ლიგაზე გაემგზავრება. მოყვარულთა ლიგა 2018 სამ ეტაპად ჩატარდება - მუნიციპალური, რეგიონალური და ფინალური.
ჭიათურაში მოყვარულთა ლიგა მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებისა და საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით ტარდება. ჩემპიონატის მიზანია ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა, სამოყვარულო ფეხბურთის გუნდების ჩამოყალიბება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია.