ჭიათურის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ჯოხაძემ ერთი დღით ჭიათურის მერის თანამდებობა დაიკავა
ჭიათურის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ჯოხაძემ ერთი დღით ჭიათურის მერის თანამდებობა დაიკავა

ჭიათურის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ ჯოხაძემ ერთი დღით ჭიათურის მერის თანამდებობა დაიკავა. ესეების კონკურსში „ჭიათურის სტრატეგიული განვითარება“გამარჯვებულს ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლა. 
სამუშაო დღე დილის თათბირით დაიწყო,რომელსაც ჭიათურის მერიის სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ. პაატა ნადირაძემ მარიამ ჯოხაძეს მერიის საქმინაობა,სამომავლო გეგმები და პროექტები,ჭიათურის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა აკაკი სამხარაძემ კი,სამსახურის მუშაობის პრინციპები გააცნეს.მარიამი ქალაქში ამჟამად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. პაატა ნადირაძემ 9 აპრილის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის მიმდინარეობა პირადად დაათვალიერებინა ,ისევე როგორც ცხოვრებაძის ქუჩის ეზოში საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები.
„ჭიათურის სტრატეგიული განვითარების კონკურსში ,“ მარიამ ჯოხაძის ერთ-ერთი იდეა ქალაქის გაფერადება გახდათ ,დღეს კი -მერის რანგში ნინოშვილისა და ქუთაისის ქუჩებზე დამაკავშირებელი კიბის მოხატვაში თავადაც მიიღო მონაწილეობა .ამის შემდეგ,პაატა ნადირაძესთან ერთად, ჭიათურის კულტურის ცენტრში მახარეთმცოდნეობისა და ფოტოგრაფიის მუზეუმები დაათვალიერა,მშობლიურ მეორე საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო,დღის ბოლოს კი,სპორტის რამდენიმე სახეობაში გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა.
დღევანდელი დღის აღსანიშნავად, პაატა ნადირაძემ მარიამ ჯოხაძეს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.