,,ეკოლოგიკა"
,,ეკოლოგიკა"

სასტუმრო „მედი ჰაუსში“ კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზმა“ პროექტ ,,ეკოლოგიკას“ პრეზენტაცია გამართა. ინტელექტუალურ-გასართობ და ეკოლოგიური შინაარსის მქონე პროექტში ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების 76 სკოლის მოსწავლეები ჩაერთვებიან. პროექტი, რომელიც ორ თვიან პერიოდს მოიცავს მე-8 - მე-11 კლასელებისთვის შექმნა. 
,,მედი ჰაუსში“ გამართულ პრეზენტაციას ჭიათურის მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე და მერის თანაშემწე ნოდარ ჩაჩანიძე ესწრებოდნენ. გივი მოდებაძემ პრეზენტაციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 
,,ეკოლოგიკაში“ გამარჯვებულ გუნდებს შესაძლებლობა მიეცემათ, ეკოლოგიურ თემებზე კონკრეტული პროექტები საკუთარი ხედვით წარმოადგინონ, რასაც, პროექტის სამივე ეტაპის დასრულების შემდეგ, "ჯორჯიან მანგანეზი" გამარჯვებული მოსწავლეების ჩართულობით განახორციელებს. 
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია პროექტ ,,ეკოლოგიკას“ ერთ-ერთი მხარდამჭერია. პრეზენტაციაზე ჭიათურელი მოსწავლეების ტრანსპორტირებაც მერიამ უზრუნველყო.