შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან
შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან

ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე სამსახურის უფროსებთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მერმა თითოეულ წარმომადგენელს მოუსმინა და სოფლებში არსებული პრიორიტეტული საკითხების შესახებ ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე გამოიკვეთა რამდენიმე პრიორიტეტი, მათ შორის საბავშვო ბაღების გახსნა იმ სოფლებში, სადაც ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. საუბარი შეეხო სოფლების გაზიფიცირებას და ამ მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს.
ჭიათურის მერი წარმომადგენლებთან შეხვედრას თვეში ორჯერ მართავს.