კალათბურთში ჭიათურს მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი ჩატარდა
კალათბურთში ჭიათურს მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი ჩატარდა

კალათბურთში ჭიათურს მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი ჩატარდა სკოლებს შორის. ტურნირის გამარჯვებული მე-4 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. მე-4 სკოლელებმა ფინალურ შეხვედრაში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლა დაამარცხეს. გამარჯვებულ გუნდს სამახსოვრო თასი და სიგელები გადაეცა. ასევე დაჯილდოვდნენ საუკეთესო მოთამაშეები ორივე გუნდის მხრიდან.
ტურნირის ორგანიზატორი ჭიათურის სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილება და 27-ე სპორტული სკოლა იყო.