3 აპრილის თათბირი
3 აპრილის თათბირი

დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამშაბათის ყოველკვირეული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე უძღვებოდა. თათბირს მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე, ასევე მერიის სამსახურების, მუნიციპალიტეტის ორგანიზაციების და აიპიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
 მუნიციპალიტეტის მერმა ყველა სამსახურის ხელმძღვანელისაგან მოისმინა ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ და აღნიშნა, რომ მოსახლეობის მოთხოვნა საჩხერის გზატკეცილიდან ავარიონისა და საფარის დასახლების, ასევე სოფელ ითხვისისაკენ მიმავალი გზის შეკეთების სამუშაოების შესახებ ეტაპობრივად გადაწყდება. ამ გზის მშენებლობისათვის, რომელიც ათეული წლებია არ შეკეთებულა მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო გარკვეული თანხა და გზის მშენებლობის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
 უკვე დაწყებულია და რამოდენიმე დღეში დასრულდება სოფელ ბერეთისის საფეხმავლო ხიდის აღდგენითი სამუშაოები.
 თათბირზე მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა გააჟღერა ინიციატივივა, რომ აღდგომის დღესასწაულამდე მოეწყოს ნაგუთის დასახლებაში არსებული სასაფლაოს და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია მერიის თანამშრომლების მონაწილეობით და ყველა მსურველს მოუწოდა ამ აქციაში ჩართულობისაკენ. ასევე ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს დაავალა მსგავსი დასუფთავების აქცია მოეწყოს ყველა სოფელში.