20 მარტის თათბირი
20 მარტის თათბირი

►დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამშაბათის ყოველკვირეული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე უძღვებოდა. თათბირს მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე, სამსახურების, ორგანიზაციების და აიპიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
►მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა თითოეული სამსახურის ხელმძღვანელისაგან მოისმინა ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ და შესაბამის სამსახურებს დაავალა საფეხმავლო ხიდის დაუყონებლივ აღდგენა სოფელ ბერეთისაში და სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის შეკეთება სოფელ რცხილათში. მერმა აქცენტი გააკეთა სოფლების გაზიფიცირების საკითხზე, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა და ეტაპობრივად ხორციელდება. 60 სოფლიდან გაზიფიცირებულია 14 სოფელი და ახლა მიმდინარეობს გაზიფიცირებისა და გამრიცხველიანების სამუშაოები რამოდენიმე სოფელში. 
►პაატა ნადირაძემ ყურადღება გაამახვილა ტრანსპორტის ახალი სამსახურის შექმნის აუცილებლობაზე, რათა ერთხელ და საბოლოოდ წერტილი დაესვას ქაოსს ამ სფეროში.